Sunday, 11 October 2009
თქვენი ქვეყნის სიამაყე
• პროექტის მოკლე აღწერა 1–2 წინადადებით
გაცნობა დიდი ბრიტანეთის გამოჩენილ მოღვაწეთა ბიოგრაფიებთან.
• პროექტის სრული აღწერა;
ეს ინფორმაციულ შემოქმედებითი პროექტია. მასზე მუშაობაში შეიძლება ჩაერთოს მოსწავლეების რამდენიმე ჯგუფი. თითოეული ჯგუფი განსაზღვრავს იმ თემატიკას, რომელზეც სურს მუშაობა და მასალების შეგროვება. პროექტის მსვლელობისას მათ უნდა გასცენ პასუხი შემდეგ კითხვებს: რით არის ეს ხალხი ცნობილი? რა წვლილი აქვთ შეტანილი ქვეყნის ისტორიაში? რატომ არიან ისინი დიდი ბრიტანეთის სიამაყე? პროექტის მსვლელობის განმავლიბაში პედაგოგი ეხმარება მოსწავლეებს სხვადასხვა წყაროებიდან მოპოვებული მასალის გაანალიზება, სისტემატიზირება და დაკავშირებაში. ჯგუფების მუშაობის შედეგი იქნება 1-2 გვერდიანი Word დოკუმენტი, რომელშიც ესსეს სახით იქნება გადმოცემული მათი არჩეული თემა. პრეზენტაცია ხდება ინგლისურ ენაზე. თვითოეული ჯგუფი წარმოადგენს თავის მინი-პროექტს კომპიუტერის დახმარებით. წარდგენის შემდეგ ჯგუფი გასცემს პროექტის სხვა მომაწილეების კითხვებზე პასუხს.
• მონაწილეთა ასაკი;
7-9 კლასები
• ვადები (მონაწილეობის დასაწყისის და შესაძლო დამთავრების თარიღები;
2 ნოემბერი - 16 ნოემბერი, 2009 წ.
• პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში;
- კლასის დაყოფა სამუშაო ჯფუფებად
- ჯგუფების ლიდერის არჩევა
- ჯგუფების მუშაობის მიზნების და ამოცანების ჩამოყალიბება და განსაზღვრა
- მოსწავლეების კომპიუტერთან მუშაობა ( ინფორმაციის მოძიება)
• მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას;
დიდი ბრიტანეთის სხვადასხვა სფეროში გამოჩენილ ხალხთა მოღვაწეობის გაცნობა.
ინფორმაციული საიტის „ თქვენი ქვეყნის სიამაყე“ შექმნა
• სარგებელი სხვებისთვის;
ინფორმაციული საიტის შექმნის შემთხვევაში სხვა უცხო ქვქყნების კულტურაში დაინტერესებულ მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ განათავსონ თავიანთი დამუშავებული თემები ამ საიტზე. ამგვარად, ინტერნეტის ყველა მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა მისთვის საინტერესო მოღვაწეებზე სწრაფად და მარტივად მოიპოვონ ინფორმაცია, სურათები, ვიდეობი.
• სამუშაო ენა;
ინგლისური, ქართული
• 2009–2010 საწავლო წელს პროექტში მონაწილეობის მსურველი 3 (სამი) სკოლის დასახელება, პედაგოგის ვინაობა და ელ.ფოსტა;
თბილისის #161 საჯარო სკოლა
ინგლისური ენის პედაგოგი ნინო ფუტკარაძე
ელ. ფოსტა: n.putkaradze161@gmail.com
• საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი;
ლიტერატურა, ინფორმატიკა, ისტორია, ხელოვნება, მუსიკა, კულტურა.
• პროექტის ფასილიტატორის ვინაობა; ნინო ფუტკარაძე
• პროექტის ფასილიტატორის ელ. ფოსტა; n.putkaradze161@gmail.com
• პროექტის ფორუმი;
• პროექტის ვებ–ბლოგი.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment